სადამრიგებლო მუშაობა

      სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის საჯარო სკოლა
                         I კლასი
                სადამრიგებლო პროგრამა
          დამრიგებელი:ნონა ლაგვილავა
                   2017-2018 სასწ/წელი
          პირველკლასელის  მოკლე დახასიათება სკოლაში შესვლასთან ერთად იცვლება ბავშვის ცხოვრება.მის უდარდელ ცხოვრებას საქმიანი,ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება და ბავშვს ახალი სოციალური სტატუსი-მოსწავლის სტატუსი ენიჭება.ამიტომ,მნიშვნელოვანია პირველკლასელის დახმარება ახალ,საქმიან გარემოსთან შეგუებაში.სწავლის პირველივე დღეებში საჭიროა მოსწავლეთა გამხნევება,ზრუნვა იმაზე,რომ სასწავლო პროცესი ნაკლებად დამღლელი აღმოჩნდეს.აუცილებელია გაკვეთილის პროცესში მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.
     მასწავლებლებმა კარგად იციან,რომ პირველკლასელი თვალსაჩინოდ მიწოდებულ მასალას უკეთ იმახსოვრებს.ამიტომ საჭიროა სასწავლო პროცესისგამრავალფეროვნება თამაშებითა და საინტერესო თვალსაჩინოებებით.პირველკლასელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მასწავლებელია.მისი შექება და შენიშვნა მნიშვნელოვნად მოქმედებს მოსწავლეზე.მასწავლებელი მაქსიმალურად კეთილგანწყობილი უნდა იყოს პირველკლსელთა მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ დღეებში თანატოლების,სასკოლო გარემოს გაცნობა,სკოლის მოთხოვნებთან უმტკივნეულო შეგუება.


                   სადამრიგებლო თემის მიმართულებები
თარიღი
პიროვნული და  მორალური განვითარება
გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლებ
თვალსაწიერის
გაფართოება
შენიშვნა/რესურსი

19-09

საკლასო საზოგადოების ჩამოყალიბება-ერთმანეთის გაცნობა,სკოლასთან შეგუება.რატომ დავდივართ სკოლაში?



ერთმანეთის გაცნობა



26-09
ურთიერთობის განმტკიცება.ერთმანეთის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების  ჩამოყალიბება



თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან  საუბრისას

3-10
თანამშრომლობის მნიშვნელობა.ცნება,,თანაკლსელი“






10-10
თანამშრომლობის მნიშვნელობა.ცნება,,თანაკლსელი“





კლასში ქცევის წესების შემუშავება.წესები ჩვენი მეგობრები არიან,რომლებიც გვეხმარებიან სწავლასა და ურთიერთობაში



ქცევის წესების შემუსავება და სისტემატური ზრუნვა მის სესრულებაზე


30-10


სახლის მისამართის,ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრების ცოდნა,სკოლის შენობაში ორიენტირება





7-11


უცნობ ადამიანებთან ფრთხილად ყოფნა,პირადი უსაფრთხოების დაცვა


14-11


ქუჩაში მოძრაობის წესების,სხვადასხვა საგზაო ნიშნების მნიშვნელობა,შუქნიშნის ფერები


21-11


ქუჩაში მოძრაობის წესების,სხვადასხვა საგზაო ნიშნების მნიშვნელობა,შუქნიშნის ფერები

ლ.შალვაშვილი,,ჩვენი გარემო“ გვ 

28-11

საკუთარი სხეულის,როგორც უნიკალურის აღქმა,მისი გაფრთხილების აუცილებლობის გაცნობიერება






5-12

პირადი ჰიგიენა,თავის მოვლის ჩვევები;ჯანსაღი კვება და სასარგებლო პროდუქტები;სპორტული აქტივობის მნიშვნელობა


ლ.შალვაშვილი,,ჩვენი გარემო“ გვ 


12-12



წიგნიერების მნიშვნელობა,საყვარელი ზღაპრები და პერსონაჟები,მითები და წაკითხული მოთხრობები
მოთხრობების და ზღაპრების წაკითხვა-განხილვა


17-12



წიგნიერების მნიშვნელობა,საყვარელი ზღაპრები და პერსონაჟები,მითები და წაკითხული მოთხრობები

                           სადამრიგებლო პროგრამა
                                        II სემესტრი


23-01
მოსწავლისა და ზოგადად ადამიანების დედის,მამის და სხავადასხვა პროფესიის წარმომადგენლების უფლებები და ვალდებულებები,პასუხისმგებლობის გრძნობა



დიდაქტიკური ზღაპარი,,ამბავი თავისუფალ ვანოზე“

30-01
მოსწავლისა და ზოგადად ადამიანების დედის,მამის და სხავადასხვა პროფესიის წარმომადგენლების უფლებები და ვალდებულებები,პასუხისმგებლობის გრძნობა





6-02

ავადმყოფობის გავრცელების წყაროები


თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან ერთად

13-02



ხელოვნების სხავდასხვა დარგი:მხარვრობა,თეატრი,საყვარელი ფილმები და მულტფილმები,მუსიკა.



20-02



ხელოვნების სხავდასხვა დარგი:მხარვრობა,თეატრი,საყვარელი ფილმები და მულტფილმები,მუსიკა.



27-02



დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიცია

დედაენის ზეიმისთვის მზადება


13-03
სოციალურად ღირებულ ქცევებზე/ქცევის წესებზე საუბარი-ეთიკა,ზრდილობა საკლასო გარემოსა და სხვადასხვა სიტუაციაში.



თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან ერთად



20-03


ქალაქის თუ სოფლის ისრორიული და  კულტურული მნიშვნელობის ადგილები

ექსკურსიისთვის მზადება


27-03
მორალური ცნობიერების განვითარება:სწორი და არასწორი საქციელის შეფასება







3-04

ბუნების მოფრთხილების აუცილებლობა,ბუნების დაცვითი ღონისძიებები:ბუნების მოვლენები,მათი მნიშვნელობა,ცხოველების,ფრინველების ცხოვრების ნირი და შეგუება გარემოსთან.


სლაიდ შოუ.
სკოლის ეზოს გამწვანებაში მონაწილეობის მირება



10-04
არავის აქვს დაჩაგვრის,ძალადობის,დაცინვის და გარიყვის უფლება.მაგრამ არსებობს ქცევები,რომლებიც ხდება უნებლიედ,შემთხვევით,განზრახვის გარეშე.სხვადასხვა საქციელის გაცნობიერება







17-04



ტექნიკური საშუალებების და საყოფაცხოვრებო ნივთების დანიშნულება,მათი სარგებელი ან საფრთხე,გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობა
ლ.შალვაშვილი,,ჩვენი გარემო“
გვ.


24-04



ტექნიკური საშუალებების და საყოფაცხოვრებო ნივთების დანიშნულება,მათი სარგებელი ან საფრთხე,გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობა


1-05
ადამიანთა შორის მსგავსება და განსხვავება.ემოციები და დადმიანური თვისებები






8-05
საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნება,საქმის კეთებისას,,შრომისმოყვარეობის“ და ,,მონდომების“ მნიშვნელობა





15-05
დროის ყადრი,საათის მნიშვნელობა,დროის მართვა



დიდაქტიკური ზღაპარი ,,საათი“
19-05
დროის ყადრი,საათის მნიშვნელობა,დროის მართვა




v     სხვა სამუშაოები:

მოსწავლეთა სასწავლო ნივთებითა და სხვა საწავლო რესურსებით    უზრუნველყოფისათვზრუნვა სკოლის დირექციასთან და მშობლებთან ერთად.                                              

მშობელთა სურვილებისა და წინადადებების მოსმენა–გათვალისწინება.                  

მოსწავლეთა დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში–                                                 

მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები შვილების აკადემიური     მოსწრებისა და ქცევითი პრობლემების საკითხებზე.                                     

მოსწავლეთა ჩაბმა სხვადასხვა კლუბებსა თუ წრეებში მათი გონებრივი და                                                  ფიზიკური მინაცემების გათვალიწინებით.                                                                   

ჰიპერაქტიური მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან იმპულსური ქცევით.მათთვის     ნაკლებად მკაცრი გარემოს შექმნა; მათი ინტერესების გამოვლენა და    გათვალისწინება;
მათ მიმართ მუდმივი ზრუნვა და კეთილგანტყობა: ამ     პროცესში მთელი კლასის ჩართვა.

სასწავლო წლის დასასრულს თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრე–                                                        ბის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი/დახასიათება.                                                              


მშობლებთან შეხვედრა სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეთა წარმატებებისა და  პრობლემების გაცნობის და ამ უკანასკნელის დაძლევისათვის საჭირო  ღონისძიებათა ერთობლივად დაგეგმვის მიზნით.

მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება და წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის ანგარიშისა და სადამრიგებლო ჟურნალის წარდგენა დირექციაში.

I კლასის მოსწავლეთა დემოგრაფიული მონაცემები

სახელი,გვარი
დაბ.თვე.რიცხვი.წელი
პირადი ნომერი
 პირადინომერი
დედა
პირადი ნომერი
მამა
დაბადების მოწმობის
ნომერი
სოც.დაუცველი ან დევნილი
ტელეფონი
დარსანია დიტო
14.06.2011
51150001261
19001065447
19001064903
N145894

599-447749
თორდია ანანო
03.07.2011
19250005474
19001082200
62006025542
N146059
დევნილი
სოც.დაუცველი
555-16-14-23
ლაგვილავა ანანაო
23.04.2011
19150005242
19001063562
---
N145319
სოც.დაუცველი
56841-31-60
ლაგვილავა ნინო
15.09.2011
39450003069
62005022703
62006054736
N258900
დევნილი
სოც.დაუცველი
571-16-87-11
ოყუჯავა რეზი
25.10.2010
19650004405
19001102346
62006058081
N028138
დევნილი
557-50-77-09
რაფავა გიორგი

01.07.2011
19750005475
19001060968
48001020794
N146056
სოც.დაუცველი
579-25-54-93
რაფავა ლუკა
12.09.2011
19850005747
19001038825
51001026338
N258907

568-65-26-61
ფიფია ლიზი
27.09.2010
19450004261
19001038067
19001023398
N027774

577-34-19-49
ქობალია ნიაკო
8.05.2011
5850001065
62006060833
19001038971
N28146005747
დევნილი
599-23-09-71
წულაია დათო
14.08.2011
19350005636
58001003793
62006048436
N258478
დევნილი
სოც.დაუცველი

595-19-84-20
ხასია დანიელი
27.11.2010
19650004585
19001094948
19001055911
N28176005542
სოც.დაუცველი
591-90-62-44



საკლასო  წესები


v    ყურადღებით მოსმენა.
v    მასწავლებლის მითითებების შესრულება.
v    ჩუმად მუშაობა.
v    სხვების პატივისცემა.
v    უსაფრთხოდ თამაში და მუშაობა.   



საზეიმო ღონისძიება ,,ბარაქიანი შემოდგომა''

მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო,მასწავლებლებო,მოსწავლეებო.
დღეს ჩვენთან შემოდგომა მობრძანდა თავისი ულამაზესი ფერებით.მობრძანდა სავსე კალათით და კეთილი გულით.მოდით,შევეგებოთ ბარაქიან შემოდგომას სიმღერით.
სიმღერა-,,სოფელო,ჩემო სოფელო...“
წელიწადის ყველა დრო ლამაზია.თითოეულს თავისი ხიბლი აქვს.შემოდგომა ყველაზე ლამაზია წელიწადის დროებს შორის.შემოდგომა შეუდარებელია.

ხილით,ლხენით,ზეიმით
შემოდგომა მოვიდა.
შემოდგომავ,გვითხარი,
მობრძანდები შორიდან?

არა,ჩემო კარგებო,
შორი მგზავრი როდი ვარ,
მე თქვენს ვენახებიდან,
ბაღებიდან მოვდივარ.

გვითხარ,ასე ბარაქით
ნეტავ,ვინ დაგამშვენა?

ვინა?თქვენი მშობლების
დაუღლელმა მარჯვენამ.

გვითხარ,რა მოგვიტანე
აგრემც შემოგევლებით.

პაპის ხელით მოწვდილი
დაშაქრული მტევნები,
მოსავალი ულევი
თვალით  ჯერ არ ნახული
.ნარინჯები კოლხური,
ჩურჩხელები კახური.

ჩვენგან რაღას მოითხოვ,
შემოდგომავ ლამაზო?

მინდა კარგად ისწავლოთ,
მინდა,არ იზარმაცოთ,
მერმის,როცა ოქროსფრად
კვლავ მოგირთავთ ვენახებს,
შემდეგ კლასში ათებზე
გადასული მენახეთ.

სექტემბრიდან დეკემბრამდე
შარიშურობს ნება-ნება
რომ პეშვებით დაარიგოს
სიუხვე და ნეტარება.
ქარი ქრის და წვიმის წვეთებს
მზე ღრუბლებში ემალება,
რომ თავისი შუქ-ნათელი
მოგვაფრქვიოს ნელა-ნელა.

ბუნება მბრძანებელია,
იგი მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა.
მაინც კი ლამაზი არის,
მაინც სიტურფით ყვავისა.


ფეხქვეშ გათელა შემოდგომამ ხეჭეჭურები,
ჩამოიარა ეზო-ეზო სავსე ხელადით,
ამირანივით მოიქნია ეს ბრგე ჭურები,
მოიქნია  და დევებიით დაფლა ყელამდე.


შუქი გაიშალა,წყალი დაიღვარა,
სიო დაიბერა,ჩალა გაიშალა,
სიზმარს აბარია ველის სილამაზე,
ახლა ყველაფერი ოქროს ზღაპარია.

გადაჰყვა  ოქტომბერს ფერები,
მიქრიან დღეები კვალდაკვალ,
აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს
ნიავის ჩურჩულში ხეები.

ქარვისფერი,შინდისფერი
სიტკბო უდგას მტევანს.
გოდრებს კალათს მივაშველებთ,აღარ არის ტევა.
საწნახელში ტაშ-ფანდურა,ძვრებში ღამის თევა.

გზას ვერ უქცევ
გოდრიანი მანქანების გრიალს,
უფრთხი თავზე გადმომზირალ
მუშტისტოლა ქლიავს
და ფოთლები ცეცხლისფერი
ორღობეში ქრიან....
ამას ჩვენი დალოცვილი
შემოდგომა ჰქვია.
დახუნძლული ვენახების
 კარი არის ღია:
აქეთ კვახის გორებია,
იქ ვაშლები ყრია.
დაკრიფეთო ხეხილები
ტოტებს დაბლა ხრიან.


ფოთოლი ვარ,ნიავ-ქარში
საამურად მოშრიალე,
ახლოვდება შემოდგომა
და მოვწყდები ტოტებს მალე.
მაგრამ ეგ ნუ შეგაშინებთ
დრო თუ უკან არ ბრუნდება,
ამ ჩემს ტოტზე, ჩემს მაგივრად,
სხვა ფოთოლი დასკუპდება


უხარია შემოდგომა
ყველას დიდს თუ პატარას,
იმიტომ,რომ კაკლებს ბერტყენ
ადუღებენ თათარას.
იმიტომ,რომ ვენახს კრეფენ,
ქვევრებს რეცხენ ღიპიანს,
იმიტომ,რომ რაც ხილია
ყველა ხილი მწიფეა.

უხარია შემოდგომა
ყველას ასე ძალიან,
იმიტომ,რომ სავსეა
ბეღელი და ნალია.
იმიტომ,რომ სავსეა
კალათი და გიდორი,
იმიტომ,რომ ირევა
ცაში ოქროს ფოთოლი.


რამოდენა ვენახია,ან რამდენი ყურძენია,
რთველი დადგა,მოსაკრეფად
გამოსულან უთენია.
მე ვენახში პირველად ვარ,
ყველა ჩუმად მაკვირდება.
ჯერ არც კრეფა შემიძლია,
არც კალათის აკიდება.
არც იმაზე ვდარდობ წლეულს
მოსავალი როგორია.
ჩემს წინ მწიფე ყურძნით სავსე
სამნაირი გოდორია.

ერთში თეთრი,ერთში შავი,
ერთში კიდევ ქარვისფერი.
ხან ერთს ვყლაპავ,ხან მეორეს,
ლამის არის დავითვერი.
პატარა ვარ, გავიზრდები,
მოვა ჩემი გარჯის ჯერიც.
ჯერ ჯაგანი მომაწოდეთ
ან აკიდო ამიჭერით.
რომ ყურძენი სახლის სხვენში
ზამთარშიაც ეწყოს ბლომად.
უხვმა რთველმა,ბევრმა ხილმა
შემაყვარა შემოდგომა.
ქუჩა-ქუჩაშარა-შარა,
ქარი ფოთლებს აგროვებს,
ეს ფერადი ფოთოლცვენა
ჭრელ ხალიჩას მაგონებს.
შემოსულა შემოდგომა
ჭირნახულითდოვლათით,
ავსებულა ბეღლები
შემოდგომის ნობათით.
ავსებულა გლეხი კაცის
ბეღელი თუ მარანი.
ქუჩა-ქუჩაშარა-შარა,
დაქრის ქარი თავნები.
ნაცრისფერი დასდებია
ცას ზაფხულში კრიალას.
შემოდგომა შემოსულა
თავის ფარჩებიანად.
ქუჩა-ქუჩაშარა-შარა,
შემოდგომა ნავარდობს,
ქარი ფოთლებს დააქროლებს
ისეუმისამართოდ.


გამოდის ბაბუა ეზოში,შედის ვენახში და ვაზს ეფერება.

აქ, რამ მოგიყვანა შენ დალოცვილო,შენა?
აქ, რამ მოგიყვანა,შენ მადლიანო,შენა?
აქ,რამ მოგიყვანა,შენ ბარაქიანო,შენა?

სოფლის გოგო -ბიჭები გამოჩნდნენ და პაპას უთხრეს:

სოფლის შენებას რა უნდა?
შვილო,სოფლის,ქვეყნის შენებას დიდი სიკეთე უნდა.მშობლიური მიწის სიყვარული,ერთმანეთის თანადგომა და გატანა უნდა.ვაზი უნდა გავაშენოთ,ღვინო დავაყენოთ და სტუმარს გავუმასპინძლდეთ. საქართველო ხომ ღვინის ქვეყანაა.
სიმღერა
ჩვენი ზეიმი დასასრულს მიუახლოვდა, გმადლობთ მობრძანებისთვის. გისურვებთ ლამაზ,უხვ,მდიდარ და ბარაქიან წლებს.












ანბანის გაცილება



              მოგესალმებით პატ.სტუმრებო,მასწავლებლებო,მშობლებო!
თქვენს  წინაშე  წარვსდგებით    I კლასის  მოსწავლეები:
ბიჭი: გაიარა  პირველმა  სასწავლო  წელმა. არ  დავიწყებთ საუბარს  ჩვენს მიღწევებზე,ბევრი არაფერია.შევეცდებით ბავშვობაში გამოგზაუროთ.
გოგო:  დანიელ! გახსოვს  ის  დღე პირველად  რომ შემოვდგით ფეხი სკოლაში,რა ერქვა იმ წიგნს პირველად  რომ გადავშალეთ.
ბიჭი: რა თქმა უნდა, მახსოვს ლიზი,  ეს დედაენა  იყო,დედაენით დაიწყო ჩვენი მოსწავლეობა.დედაენა  არის ენა სულისა  და  გულისა.
გოგო: რა მოსაწყენი იქნებოდა  ცხოვრება ჩვენს  გარეშე,ალბათ უფროსები სიხარულით იხსენებენ ბავშვობის  წლებს.ჩვენით  ხომ  ეს  ქვეყანა  ბედნიერია. ხომ  მეთანხმები?


ნია-- ეს წიგნი ერის ბურჯია! - ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი.

მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები.

პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა
და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას.

ანანაო-მე კი მგონია, ფრესკებზე ყრმა რომ ზის დედის კალთში,
თუდედა ენასმიუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის,

თითს გააყოლებს ასოებს:
ვაზის ლერწს,
ნამგალს,
ნიამორს,
ენას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იაო.

იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.
   ლუკა- დედაენა, სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
 აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო.
დედაენა, სიტყვის კონა, მზის სხივებით დართული,
დაშაქრული, დათაფლული, დედაენა ქართული,
 სულ უჭკნობი გაზაფხული, ყვავილების შრიალი,
 ბულბულების ფრთების გაშლა, სალამურის წკრიალი.
ათას ჭირში გამოვლილი, ჩვენი ჭირი და ლხენა,
 მალხაზების ფეხის ადგმა, თვალის პირველახელა,
დედაენას, დედასავით მოფერება სჭირდება,



დათო-დედაენა  ჩვენი პირველი წიგნია,ის ისე ძვირფასია როგორც დედა,როგორც სამშობლო.
რეზი-ნ.დუმბაძე ამბობდა: ორი წიგნი ვიცი საქართველოში რომელსაც  შეიძლება  იუბილე  გადაუხადო.ეს  არის  დედაენა  და  ვეფხისტყაოსანი.
ანანო-ქართველმა  ხალხმა დედაენას  ძეგლი დაუდგა უკვდავების და თაყვანისცემის  სიმბოლოდ.
ყველა  ქართველი მოვალეა  მუხლი მოიყაროს დედაენის  წინაშე და  ხმამაღლა იღაღადოს.
      ,,გმადლობთ  დედაენა“

გიორგი-,,დედა-ენა ერთია 
დედა - ენა ღმერთია,
დედასავით ტკბილია,
დედასავით თბილია
ტატო, გალაქტიონი,
მისი გამოზრდილია
ცოდნის გზა გახსნილია,
დედაენა მშობელი
დედასავით ტკბილია".
დათო-ენა ქართული-დედაა ჩვენი,
                    ენა ქართული- ძალაა ჩვენი,
                   ენა ქართული-სისხლი და ხორცი ქართველი კაცის,
                    ენა ქართული-შემონახული ცეცხლით და შანთით,
                   ენა ქართული-მოვლენილი მადლი ზეცისა,
                  ენა ქართული-საამო და საგალობელი


რეზი-წიგნი კი არა ჩვენთა  მართვეთა, სიტყვა ,სიმღერა ხალისიანი
წიგნი კი არა  ფარი ქართველთა ამოღებული ხმალი  ფრთიანი
ანანაო-წიგნი  კი  არა  ყრმობის ზღაპარი,წყაროს  ჩუხჩუხი ,ფშინვა  იათა
წიგნი  კი  არა  წმინდა  ლამპარი,შეჭიდებული  ღამის  წყვდიადთან.
დანიელი-წიგნი  კი არა  მიმოფანტული,კაბადონებზე  სხივთა მარმაში
სიტყვა  ქართული სული  ქართული ჩართული  დედის  იავნანაში.
გიორგი-ჩვენ  კარგად  ვიცით  სიბრძნე  ნამდვილი შენს  წმინდა  წიგში ამოქარგული
თუ  დედაენით  არ  ხარ  გაზრდილი,გულში  გაკლია  ცეცხლი  ქართული.

დიტო- მოკაშკაშე ცაო,
ზღვაო, ლიცლიცაო.
დათოვლილო მთაო,
მთაო, ქათქათაო,
ჯეჯილო და ტყეო,
სულ იშრიალეო,
საქართველოს მზეო,
სულ იგიზგიზეო!

 ანანო-  აპრილს უყვარს ია ლურჯი,
მაისს - წვიმა წანწკარა,
კლდეს მდინარის შეძახილი,
ჯეჯილს წყარო ანკარა,
ჭალას სტვენა ბულბულისა
ტყის შრიალში ჩართული,
მე ყველაფერს მირჩევნია
ჩემი ტკბილი ქართული!

რეზი-თუ  გინდა გეტყვი  ოღონდ მიხვდი
არ დაიშრიტო თვალი
ოღონდ მელოდე,ოღონდ მიწამე
მოვალ  იმედად  ხვალის!

შენი  ცოტნე,  ვარ  შენი  თამარი
მოვალ  დავითად საბად.
დიდი  ხანია  რომ გენატრება
მოვალ  იმ  პირველ კაცად.

შენი  გუთნის  და  შენი  აკვანის
შენი  ქართული  ოდის,
შენი  თბილისის  მადლი  რომ  იცის
სწორედ  ის  ბიჭი  მოდის.

ლიზი-აი ია, აი შენი დედაენა,
აკვნიდანვე რომ გაჩუქა მზე და რწმენა,
აი ია, საოცრების დასაწყისი,
საუკუნეს რომ ანათებს ძალა მისი.
აი წიგნი, სასწაული ჩვენი ერის,
სიცოცხლეზე  ძლიერი და მშვენიერი
იგი, როგორც ძლევის ფარი საიმედო,
ხელთ გიპყრია, დედავ, ქვეყნის ნათლისვეტო.
-დედავ ,ქვეყნის ნათლისვეტო და მშვენებავ,
ზარდე შვილი საქართველოს აღმშენებლად,
სულში თაფლად ჩაეწვეთოს შენდა ლხენად.
დედაენა, დედაენა, დედაენა!
უამწიგნოდ ვერ აიდგამს ენას ჩვილი,
ვერც ჭაბუკი ინავარდებს ფრთებგაშლილი,
მას ენდე და კვლავ მიანდე შვილთა ბედი
დაილოცოს დედაენის შემოქმედი.

შვილებმა  ეს  სიტყვა  დედასთან  ერთად  აიტაცეს  და  ასე  გაჩნდა  ეს  სანუკვარი  სიტყვები: დედამიწა,დედაბოძი,დედაქალაქი,დედაციხე,დედისერთა,დედაენა.
ლიზი-ახლა კი დროა, ,,დედაენის“  გმირები  გავაცოცხლოთ.
დანიელი- მე  მუქთამჭამელა  ვარ.გახსოვთ,პატივი რომ დამდებოდა, ტანისამოსი გამოვიცვალე,ამის  გამო  კიდევ  უფრო  დამცინეს.გავითვალისწინე  მეგობრების  რჩევა  და  ხასიათი გამოვიცვალე, ხოდა პატივისცემაც დავიმსახურე.
ლუკა- მე  ცრუ  ბიჭი ვარ. გახსოვთ, ყანაში მომუშავე  გლეხები რომ შევაჩოჩქოლე, მგელი, მგელიო? ასე მოვატყუე  ერთხელ, ორჯერ, სამჯერ  და როდესაც  მგელი მართლა  მიუვარდა ფარას, ყური აღარავინ მათხოვა. მგელმა  კი ცხვარი სულ დაგლიჯა.
              აი, რა მოსდევს  სიცრუეს. მას შემდეგ აღარასოდეს  მითქვამს  ტყუილი.
ლიზი-ნია- მანანა და დალი
- ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი - რაო, ჩემო მანანა?
- ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
- რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო,
ისევ სურდო დამართო?
- რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
- არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
- მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
- მერე მე რომ მოგარჩინე,
ექიმი რომ ვიყავი?
- ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
- მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
- მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
- როგორც ვხედავ, ქალბატონო,
უმადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაბთები?
- არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები!


სიმღერა:
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
  ასო, პანი-პანიიი-    პე-პე-ლა- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
  ასო, ჩანი-  ჩანიიი- ჩა-ი და- ნი- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო  ჭარი- ჭარიიი,ჭარიი- ჭია-მაია- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო ბანი,  ბანიიი, ბანიიი-ბა-ყა-ყი- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო ყარი, ყარიიი, ყარიიი-ყვა-ვი-ლი- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო  სანი, სანიიი, სანიიი-სო-კო- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო  განი, განიიი,განიიი-გვი-რი-ლა- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო  თანი, თანიიი, თანიიი-თევ-ზი- გამოიცანი.
 -სწავლა გვიყვარს,ჰერი ჰერი
 თითქოს  სულ არ არის ძნელი,
ჰერი ჰერი,ჰერი ჰერი,
სულ არ არის თითქოს ძნელი.
ანი.ბანი,განი,ქართული ანბანი,უუუუუუ!.....

გზა დავულოცოთ ჩვენს პირველკლასელებს, ვუსურვოთ ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა, შეეწიოთ უფალი სწავლასა და შრომაში.
კლასის სამრიგებელმა ღონისძიების ბოლოს წარმოთქვა სიტყვა: „მაინც ბედნიერი ვიყავი მეც და ბავშვებიც. მათ რომ სცენაზე ვუყურებდი, ვხვდებოდი-როგორ გაზრდილან, როგორ ლამაზად ეჭირათ თავი, როგორ ჟღურტულებდნენ.
მართლა გაიზარდნენ ჩემი პატარა ჩიტები ამ ერთ წელიწადში და მიხარია, თუკი მათი ხასიათის ერთი პატარა დეტალის გამოძერწვაში მაინც მივიღე მონაწილეობა.
მართალია, წინ ყველას დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატებების მიღწევაში!
ბავშვებო! რაც ჩვენ ვიცით მხოლოდ წვეთია და რაც არ ვიცით გაშლილი ოკეანე, ამიტომ იცურავეთ ოკეანეში და შეიძინეთ ცოდნა. წარმატებებს გისურვებთ….
ჩემო თვალხატულა გოგო-ბიჭებო! იკითხეთ ბევრი, ბევრი…. გაიღრმავეთ ცოდნა. წიგნი მუდამ თქვენი თანამგზავრი და პირველი მეგობარი უნდა იყოს. წაკითხული ნამცეცებით  გროვდება ცოდნა. ამიტომ იკითხეთ ნამცეცები და შეიცანით ახალი სამყარო…
ძალიან მიყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ!








Комментариев нет:

Отправить комментарий