გაკვეთილის მთავარი თემა
|
ი და ა ასო -ბგერები
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი I კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში
11 მოსწავლეა. მათგან არცერთი არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ი და ა ასო-ბგერების
გაცნობა და მათი წაკითხვა. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს ი და ა ასო-
ბგერები სიტყვასა და ფრაზაში, წერს ი და ა
ასოებს, იზეპირებს ლექსს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
·
ქართ.1.3 მოსწავლე იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს.
·
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
.მკაფიოდ გამოთქვამს ბგერას სიტყვაში.
·
პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან.
·
1.5.კითხულობს ხმამაღლა,მთლიანი სიტყვებით
შედგენილ მცირე მოცულობის ტექსტებს.
·
აკავშირებს ილუსტრაციას წაკითხულ ტექსტთან.
·
1.13.მოცემული ბგერებით ადგენს სიტყვებს ზეპირად
და შემდეგ წერს.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან სურათის აღწერა, ზეპირი თხზულებიდან გამოყოფენ საანალიზო
სოტყვებს,იზეპირებენ ლექსს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
დედაენა, ბუკი,დაფა, მარკერები,სამუშაო რვეულები.
მოძრავი ანბანი
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
ფაზა A (გამოწვევა)—5-7
წუთი
მასწავლებელი
გაკვეთილს იწყებს სურათის აღწერით,სვამს კითხვებს:
·
ვის ხედავთ პირველ სურათზე?
·
სად არიან ისინი?
·
რას აკეთებენ?
·
როგორ ფიქრობთ,წელიწადის რომელი დროა აქ დახატული?
რატომ ფიქრობთ ასე?
·
ვის მიუტანეს ბავშვებმა დაკრეფილი იები?
·
როგორი სახე აქვს დედას?
·
როგორ ფიქრობთ,რას ეუბნებიან ბავშვები დედას?
ფაზა
B (ცოდნის კონსტრუირება)-10-15 წუთი
მასწავლებელი
კლასს მოძრავი ანბანით უჩვენებს ი და ა ასოებს, ავალებს თავად მოძებნონ აჩვენონ ერთმანეთს,მოსწავლეები
მასწავლებლის მითითებით ადგენენ სიტყვას ია,აანალიზებენ რამდენი ასოა, რამდენი მარცვალი,მოსწავლეებიც
კითხულობენ.ასევე გაანალიზდება სიტყვა აი, შემდეგ ფრაზა ,,აი ია,, ხდება გრაფიკული
ანალიზი:რამდენი სიტყვაა,რა შუალედებია სიტყვებს შორის,რომელ უჯრაში იწერება და ა.შ.
მოსწავლეები
რთავენ ბუკს და ასრულებენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ დავალებებს ინდივიდუალურად.
ფაზა
C (გამთლიანება) 12-წუთი
გამთლიანების
ფაზაში მოსწავლეები ვარჯიშობენ ი და ა ასოების
გრაფიკულ გამოსახვაზე.ბავშვები მსჯელობენ, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს რა მოსწონთ
და რა არა.ასევე ბოლოს მასწავლებელი უსვამს მათ კითხვებს გაკვეთილთან დაკავშირებით.
არკვევს რა გაიგეს მოსწავლეებმა და რა არა. ხდება თვითშეფასება.
|
თემის სახელწოდება
|
რიცხვი 5, ციფრი 5
როგორ შევისწავლოთ რიცხვი 5?
|
||||||||||
სწავლების საფეხური
საგანი
მასწავლებელი
|
დაწყებითი საფეხური, პირველი
კლასი
მათემატიკა
|
||||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
განსაკუთრებული
საჭიროების
|
11მოსწავლე
0
|
||||||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლემ შეძლოს რიცხვი 5-ის გამოყენება საგანთა შესაბამისირაოდენობის აღსანიშნავად. გაეცნოს ციფრი 5ის წერას.
|
||||||||||
აქტივობის
მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და
ინდიკატორები.
|
მოსწავლეებმა ისწავლონ რიცხვი 5-ის გამოყენება საგანთაშესაბამის რაოდენობის აღსანიშნავად.წაიკითხონ
და დაწერონ რიცხვები. დაითვალონ ნახატების რაოდენობა.გამოსახონ
ისინი სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების ,
აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება.
მათ. I.1 . მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოსრიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროსთვლა, რიცხვებს შორისდამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება დაშედარება.
მათ. I.5. მოსწავლეს შეუძლია განავრცოს, წარმოადგინოს დაერთმანეთს შეადაროს საგნების პერიოდული განლაგებები(მიმდევრობები).
ის ტექნ. I.1. მოსწავლე
ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად
ცნებებს და ოპერაციებს.
|
||||||||||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან: დათვლა, რიცხვი 5-ის წინა და მომდევნორიცხვები, სცნობენ და ადარებენ 1,2,3,4--ს,
ახერხებენ გამოთვლებს და ესმით მათი შედგენილობა.
|
||||||||||
შეფასების საგანი
|
მოსწავლეები შეფასდებიან: ზეპირი პრეზენტაციით, მსჯელობით, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით, ბუკის
გამოყენებით სავარჯიშოების შესრულებით.
|
||||||||||
სასწავლო მასალა დატექნიკური რესრუსები
|
სახელმძღვანელო „ მათემატიკა“ ი.რუხაძე, დაფა, ცარცი, ბუკი, ფანქარი, ფურცელი, ჩხირები, პლაკატი,
|
||||||||||
გაკვეთილის მსვლელობასაკლასო მენეჯმენტი
|
A-ფაზის- (გამოწვევა)
აქტივობა
1- 3წთ
გაკვეთილი იწყება განვლილი მასალის გამეორებით.
ვიხსენებთ რიცხვებს 1,2,3,4. ვასახელებთ წინა და მომდევნო რიცხვებს
აქტივობა
2-- 3წთ
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს-რამდენი დროა წელიწადში?
რამდენი ფეხი აქვს ძაღლს ? ორ კურდრელს რამდენი ყური ექნება? ხომ არ იცით როგორ
იწერება ციფრი 5-ი
B-ფაზა შინაარსის რეალიზება
აქტივობა 3 – 4წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს რიცხვ 5- ს. მოსწავლეებსაჩვენებს თვალსაჩინოებას სადაც ცხვადასხვა გეომეტრიული
ფიგურებია დახაზული და მათ უნდა ამოიცნონ რომელია 5 ერთნაირი ფიგურა.
აქტივობა 4--2წთ
სახელმძღვანელოში მუშაობა-დაითვალონ
საგნები და შეადარონ ერთმანეთს.
აქტივობა 5—3 წთ
მასწავლებელი დაფაზე უჩვენებს რიცხვი 5-ის წერის ნიმუშს და
სთხოვს რიცხვით მარაოზე იპოვონ ციფრი 5 .
აქტივობა 6 --8წთ
მოსწავლეები ასრულებენ სავარჯიშოებს ბუკებში
. სავ.1
გამოიცანით
3+1=
2+2= 3+2=
სავ. 2
დაითვალეთ პინგვინების რაოდენობა და ჩაწერეთ
წრეში .
აქტივობა7—7წთ
სავარჯიშო რვეულებში წერენ ციფრ 5-ს.ინდივიდვალურადითვლიან ერთნიშნა რიცხვებს.ასევე ითვლიან სახელმძღვანელოში მოცეემულ ნახატების რაოდენობას.
C-ფაზა
აქტივობა 3- -5წთ
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ბუკების გამოყენებით,,საგანმანათლებლო
თამაშის’’ საშუალებით კალათში დაუკრიფონ 5ვაშლი. შემდეგ შევიდნენ
საგანმანათლებლო თამაშში „ქამა ბუკში“ და იპოვნონ რიცხვი 5. შეასრულონ
მე-5ნომერი სავარჯიშო.
გაკვეთილის შეჯამება.
მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასება. შეფასება
გაკეთდება რუბრიკის საშუალებით.
საშინაო დავალება-სახლში დახატონ დღევანდელი
გაკვეთილი.
|
||||||||||
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
||||||||
მსჯელობა
|
ვერ ახერხებსმსჯელობასსაკითხის ირგვლივ
|
ნაწილობრივშეუძლიასაკითხისირგვლივმსჯელობა
|
ლოგიკურად დათანმიმდევრულადმსჯელობსსაკითხის ირგვლივ
|
||||||||
აზრის ჩამოყალიბების უნარი
|
მეტყველებსშეცდომით,
არ შეუძლია მარტივი წინადადებების
გამართვა
|
უჭირს მარტივი წინადადებების გამართვა
|
მეტყველებსსწორად დაუშეცდომოდ. შეუძლია ზრის დამოუკიდებლად ცამოყალიბება
|
||||||||
აქტიურობა/ჩართულობა
|
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
|
ასრულებს მხოლოდ მისთვის საინტერესო დავალებებს
|
აქტიურად არის ჩართული მთელ საგაკვეთილო პროცესში
|
||||||||
ბუკის გამოყენება
|
არ შეუძლია დამოუკიდებლად ბუკის გამოყენება
|
შეუძლია ბუკის მოხმარება , თუმცა ხშირად
საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
|
დამოუკიდებლად შეუძლია ბუკზე მუშაობა ნებისმიერი
აქტივობის შემთხვევაში
|
||||||||
Комментариев нет:
Отправить комментарий