1. გაკვეთილის
თემა
|
მარკ ტვენი ,,ორშაბათი მძიმე დღეა“
ნაწყვეტი,,ტომ სოიერის თავგადასავლიდან“
|
||
საგანი/ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის სახელი გვარი
|
ქართული ენა;სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
|
||
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი საფეხური IV კლასი
|
||
მოსწავლეთა პროფილი
|
17
მოსწავლე
|
||
აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან ტომ სოიერის ცხოვრების
ეპიზოდებს და შესწავლილ მასალას დააკავშირებენ ხელოვნებასთან.
|
||
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
მიზნები: მოსწავლე
კითხულობს და აანალიზებს მხატვრულ ტექსტს.ახასიათებს ნაწარმოების
პერსონაჟს.წყვილებში ავსებს სქემას,,პირამიდა“, ჯგუფთან თანამშრომლობით ავლენს
თავის ფანტაზიას ფრაზის გაგრძელებისას,ილუსტრაციის შექმნისას. გაესაუბრება მოქმედ
პირებს(კითხვა-პასუხი).
კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან
ქართ. IV. 2. მოსწავლეს
შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·
ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან
ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·
აფასებს გმირის საქციელს და
განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
·
უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას
პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·
მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების
შესახებ გამართულ დისკუსიაში;
ქართ. IV. 3. მოსწავლეს
შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხმამაღლა კითხულობს კლასის
წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს
ტექსტში ასახულ ემოციებს;
·
იყენებს ინტონაციას სასვენი
ნიშნების ფუნქციით;
ქარ. IV. 9. მოსწავლეს
შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტების სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის
არავერბალური ინტერპრეტაციის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადეკვატურად
იყენებს დამხმარე ცხრილებსა და მარტივ დიაგრამებს (ასოციაციური
კავშირების რუკა,მიზეზ-შედეგობრივი სქემა,
T დიაგრამა, პირამიდა);
·
ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის
მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;
·
როლის
(მოქმედი პირის)
განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ
მოძრაობას);
ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით
სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის
ძირითადი წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება
სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს;
·
მართებულად
იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს, ბრჭყალებს,
...).
ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·
წერის
დაწყებამდე განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს მიზნობრივი ტექსტებისთვის;
·
ხმამაღლა
კითხულობს საკუთარ ნაწერს, ცვლის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთს ესთეტიკური თვალსაზრისით
უკეთესი ვარიანტით.
ს.გ.IV.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს, მათ შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ხატავს ყოფით სცენებს (ნაწყვეტები მოთხრობიდან);
ს.გ.IV. 5. მოსწავლეს შეუძლია
დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას; • იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას; • ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში; ს.გ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაში, ფუნქციების განაწილებაში); • ჩართულია ერთობლივი მხატვრული ნამუშევრის შექმნის პროცესში; |
||
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები უკვე იცნობენ მარკ ტვენის,,ტომ
სოიერის თავგადასავალს“.ასევე აქვთ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.შეუძლიათ
ბუკებში მუშაობა.
|
||
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
A ფაზა-გამოწვევა
აქტივობა-Ι
(5წთ)
მოსწავლეთა პროვოცირებისა და მოტივაციის
ამაღლების მიზნით მასწავლებელი აჩვენებს კადრებს ფილმიდან ,,ტომ სოიერის
თავგდასავალი“.
იმის
გასარკვევად, თუ როგორ აღიქვეს მოსწავლეებმა ნანახი მთლიანობაში, მასწავლებელი
სვამს მაპროვოცირებელ კითხვებს:
ჩვენ ამ ნაწარმოებს პირველად III კლასში გავეცანით.
მოდით,გავიხსენოთ III კლასში შესწავლილი ნაწყვეტი ,,ტომ სოიერის თავგადასავლიდან“
-ვინ არის ამ ნაწარმოების ავტორი?
-ვინ იყვნენ ნაწარმოების მთავარი მოქმედი
გმირები?
-რატომ დაისაჯა ტომი?
ტომის რა მოქმედება დაგამახსოვრდათ? თან აჩვენებს
power
point -ში
გაკეთებულ რეზენტაციას,,მარკ ტვენი“
აქტივობა II (6 წთ)
გაკვეთილის
გამოკითხვა.
ტექსტიდან კითხულობენ მათ მიერ შერჩეულ
ნაწყვეტს,რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ . ასაბუთებენ თავიანთ
არჩევანს .ვაძლევ დამატებით კითხვებს ბარათებით გრამატიკული მასალიდან.
ბარათი 1
მოძებნე
ტექსტში ორი კითხვითი და ორი ძახილის წინადადება .
ბარათი 2
რატომ იყრის თავს ორი მ სიტყვაში ტომმა?
ბარათი 3
რატომ იყრის თავს ორი ს
სიტყვაში ტანისამოსს?
ბარათი 4
ამოიკითხე ტექსტიდან მხოლობით რიცხვში მდგარი
ზმნები
აქტივობა III- (2 წთ)
მოდით, დავახასიათოთ ტომი და შევავსოთ
ასოციაციური კავშირების რუკა
B ფაზა-შინაარსის
რეალიზება
აქტივობა
IV (2წთ)
Т სქემის შევსება
კ კარგი ცუდი
ტომის სიკეთე ტომის
სიზარმაცე
ტომის სინანული ტყუილები
აქტივობა V (6 წთ)
ტექსტის გააზრება და სიღრმისეული წვდომა
-რატომ არ უყვარდა ტომს ორშაბათი?
-რას ნატრობდა იგი?
-რა ხერხს მიმართა მან?როგორ მიიქცია სიდის
ყურადღება?
-რა ანდერძს იბარებდა ტომი?
-როგორ ფიქრობთ,რამდენად დამაჯერებელი იყო ტომის
ტყუილი?
-რატომ არ დაიჯერა დეიდამ ტომის ავადმყოფობა?
-თქვენი აზრით,ტომს სხვა ავადმყოფობა რომ
მოეგონებინა,დაუჯერებდა მას დეიდა?
-რა ანდაზები გაგახსენდათ ტექსტის კითხვისას?
როგორ ფიქრობთ,მოსწონს მწერალს ტომის საქციელი?რატომ
ფიქრობთ ასე?
-თქვენც ხომ არ შეგემთხვევათ მსგავსი რამ?
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს სინდისის ,
დაწერილი და დაუწერავი კანონების შესახებ, შეახსენებს ადამიანის, კერძოდ კი
მოსწავლეთა უფლებებსა და მოვალეობებს, წესებს,რომელთა შესრულება ადამიანის
შინაგანი მორალიდან გამომდინარეობს, მაგ. ადგილის დათმობა უფროსებისათვის ,
დახმარების გაწევა სხვისათვის და ა.შ.
-აქვს თუ არა ტომს მისაბაძი თვისება?
საუბარი მოხერხებულობაზე. ისეთი ნაწარმოებების
გასენება ,სადაც მსგავს თემაზეა საუბარი(,,ნაცარქექია“ ,,ხუთკუნჭულა“,
,,პინოქიოს თავგადასავალი“)
აქტივობა - VI (2წთ)
მიზეზ-შედეგობრივი
სქემის შედგენა
ვავსებ დაფაზე გამოსახულ გრაფიკულ
მაორგანიზებელს ბავშვების
დახმარებით.
მიზეზი---ტომის სიზარმაცე
შედეგი 1 --ტომი ატყუებს ძმას და დეიდას
შედეგი 2--ტომმა კბილი დაკარგა
შედეგი 3- -ტომს მოუწია სკოლაში წასვლა
აქტივობა VI (4
წთ)
პირამიდის აგება
მოსწავლეები, მთლიანი ტექსტის შეჯამების მიზნით
წყვილებში ავსებენ სქემას, რომელსაც თან ახლავს პირამიდის შევსების ინსტრუქცია.
1.ტომი
2. ზარმაცი
მატყუარა.
3. ორშაბათი
სახლი ლოგინი.
4. ტომს უნდა გაკვეთილები გააცდინოს.
5.ტომმა მოიმიზეზა ცერა თითის ტკივილი.
6. გაბრაზებულმა მოხუცმა დეიდამ ტყომს კბილი
ამოუღო.
7. ტომს კბილი ძალით ამოუღეს და სკოლაშიც გაუშვეს.
1.ერთი სიტყვით ვინ არის ნაწარმოების მთავარი
გმირი
2.ორი სიტყვით აღწერეთ ნაწარმოების მთავარი გმირი
3.სამი სიტყვით აღწერეთ მოქმედების დრო და ადგილი
4.ოთხი სიტყვით ნაწარმოებში დასმული პრობლემის
შესახებ
5.ხუთი სიტყვით ერთი ამბავი/ეპიზოდი
ნაწარმოებიდან
6.ექვსი სიტყვით მეორე ამბავი /ეპიზოდი
ნაწარმოებიდან
7.დასკვნა.როგორ გადაწყდა ნაწარმოებში დასმული
პრობლემა
მუსიკალური წუთშესვენება
C ფაზა- რეფლექსია
აქტივობა VIII (7წთ)
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფები შეიქმნება შემთხვევითობის
პრინციპით.წყვილებში მყოფი მოსწავლეები გადაჯგუფდებიან ჯგუფებში.
I ჯგუფი ,,სარკმლის ჩარჩო და ცალთვალა კნუტი იმ
გოგოს გადაეცი, ამასწინათ რომ ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში და უთხარი...“
II ჯგუფი
,,ტომმა იმიტომ მოიგონა ავადმყოფობა,რომ.....“
III ჯგუფი ,,ტომმა კვნესა და გმინვა მაშინვე შეწყვიტა,რადგან...“
დასკვნა: თუ შეთანხმებით იმუშავებს, ჯგუფი
წარმატებას მიაღწევს.
პრეზენტაცია
2წთ
მოგზაურობა
გალერეაში 2წთ
მოსწავლეები გამოდიან დაფასთან და ათვალიერებენ
ნამუშევრებს.
აქტივობა - IX (4წთ)
თამაში-ცხელი
სკამი
მოსწავლეები რიგ-რიგობით გამოდიან, ჯდებიან
სკამზე და ასრულებენ რომელიმე მოქმედი პირის როლს, დანარჩენები უსვამენ
კითხვებს.
აქტივობა
X (3 წთ)
გაკვეთილის
შეჯამება,შეფასება .საშინაო დავალება.
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკების
საშუალებით განმავითარებელი კომენტარებით.
მოსწავლეები
ავსებენ ნოუთბუქიდან კლასის მართვის პროგრამით გადაგზავნილ თვითშეფასების
ცხრილს ბუკებში.
საშინაო
დავალება ,,ორშაბათი მძიმე დღეა“
(თხრობით).ამ ტექსტის მიხედვით სამი შეკითხვის მოფიქრება.
თუ გაინტერესებთ,რა შეემთხვა იმ დღეს ტომს
სკოლაში და საერთოდ,რა ფათერაკები გადახდა თავს,შეგიძლიათ თავად მოძებნოთ ეს
წიგნი-,,ტომ სოიერის თავგადასავალი“ და წაიკითხოთ.
გაკვეთილის ბოლოს გთხოვთ,მოიფიქროთ ზედსართავი
სახელები,რომლებსაც გამოიყენებდით თქვენი განწყობის გადმოსაცემად, დავწეროთ და
გავაკრათ სავარჯიშო ხეზე.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება
და თვითშეფასება
|
შეფასების სქემა N1
შეფასების
სქემა N2
მოსწავლის თვითშეფასების ცხრილი
სქემაN 3
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მასწავლებლის თვითშეფასების სქემა
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
რესურსები
|
.
ინფორმაციის წყარო:
-ΙVკლასის ქართული ენის სახელმძღვანელო(ავტორი ნ.მაღლაკელიძე)
-ნოუთბუქი
-დივიდი დისკი ფილმი ,,ტომ
სოიერის თავგადასავალი“.
-მაგნიტური დაფა, მარკერი,ცარცი.
-კომპიუტერი, პროექტორი.
Power
point-ში გაკეთებული პრეზენტაცია,,მარკ ტვენი“
-,,ტომ სოიერის თავგადასავალი“-ს სხვადასხვა
გამოცემა.
ვებ -გვერდები და სხვა ელექტრონული
რესურსები
1.http://wikipedia,org/
2. tps://www.youtube.com/
|
გაკვეთილის რეფლექსია
მოსწავლეებმა შეძლეს
გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლა. რაც მთავარია, ქართულისა და ხელოვნების
ინტეგრაცია შედგა. გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა
მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და გაუადვილა მათ სასწავლო ამოცანების
დაძლევა. ბავშვებს ძალიან მოეწონათ და მოთხრობის
გააზრებაში დაეხმარათ ნაწყვეტი კინოფილმიდან. დიდი ხალისით ჩაერთვნენ
აქტივობებში: ,,გონებრივი იერიში, ,,T სქემა“, ,,პირამიდა“. ცოდნის
კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე კარგად გამომივიდა მოსწავლეების
ჩართვა ტექსტის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში. ბავშვებმა ყველა კითხვაზე
არგუმენტირებული პასუხები გამცეს და გამოავლინეს შესწავლილი მასალის
გაგება-გააზრების მაღალი დონე. შეთანხმებულად იმუშავეს ჯგუფებში.
გააკეთეს
თვითშეფასება ბუკებში. თუმცა,ყველა მოსწავლეს არ ჰქონდა ბუკი და თვითშეფასება გააკეთეს
ფურცლებზე.
გაკვეთილის პროცესში ჩემს მიერ შედგენილი გაკვეთილის
სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა.
გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში
მივაღწევდი ყველა ბავშვის უზრუნველყოფას ბუკებით. დაფის მაგივრად გამოვიყენებდი ფლიპჩარტს
კოგნიტური სავარჯიშოების შესასრულებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий