ინოვაციური გაკვეთილი I კლასში


1.      
        გაკვეთილის თემა

გეომეტრიული ფიგურები

მასწავლებლის სახელი გვარი

ნონა ლაგვილავა

სწავლების საფეხური და კლასი
 
დაწყებითი საფეხური  I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
11  მოსწავლე
აქტუალობა
მოსწავლეები ამ გაკვეთილზე  განიმტკიცებენ ცოდნას გეომეტრიულ ფიგურებზე.ამოიცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს ყოფითი დანიშნულების საგნებში. სწავლობენ კეთებით.



სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მიზნები:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობის,დახარისხებისა და კონსტრუირების უნარს, გაიაზრებენ  გეომეტრიული ფიგურების ყოფით საგნებში გამოყენების მნიშვნელობას.
    მოსწავლეებს გაუჩნდებათ მისწრაფება მოძებნონ და ამოიცნონ
 გეომეტრიული ფიგურები ყოფითი დანიშნულების საგნებში,
 დაინტერესდებიან გეომეტრიული ფიგურებით  (სურათის) აწყობით .



კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან

მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
·         ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ ბრტყელ ფიგურებს;
·         შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან;
·         აღწერს მითითებულ გეომეტრიული ფიგურას (მაგალითად, ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობას).

მათ. I.7.მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
·         რომელიმე ხერხით (მაგალითად, აპლიკაციით ან ნახატის საშუალებით) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას;
·         უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;
·         სწორად პასუხობს კითხვებზე ობიექტთა ურთიერთმდებარეობის (მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ/ქვემოთ, წინ/უკან)




მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლემ იცის გეომეტრიული ფიგურები : წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი; შეუძლია ფიგურათა დალაგება მსგავსება-განსხვავების მიხედვით: ფერი, ფორმა, ზომა; შეუძლია ობიექტთა ურთიერთმდებარეობის დადგენა მეწყვილესთან ერთად ნამუშევრის შექმნა.  ნამუშევრის წარდგენა  თანაკლასელების  წინაშე.

კლასის
ოგანიზაციის
ფორმა
ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობა,ჯგუფური მუშაობა,ზოგჯერ მუშაობა მთელ კლასთან
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი


I წინასწარ

გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი იწყებს შემდეგ აქტივობებს:


A ფაზა-გამოწვევა
აქტივობა-Ι  (5 წთ)
ამოიცანი ფიგურები საგნებში 

    
     წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი
მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს.(სამკუთხედი,კვადრატი,მართკუთხედი,წრე,ხუთკუთხედი).
     მოდით,დიახ/არა ბარათების გამოყენებით გავიგოთ,რამდენად ბევრი იცით გეომეტრიული ფიგურების შესახებ.სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ ეკრანზე გამოსახულ გეომეტრიულ ფიგურებს.გამოძახებული მოსწავლეები ასახელებენ ფიგურებს და ახასიათებენ მათ(რამდენი წვერო,გვერდი აქვს ამ ფიგურას).
მოსწავლეები დიახ/არა ბარათების გამოყენებით ადასტურებენ პასუხების სისწორეს. ამოიცნობენ ამ ფიგურებს ყოფით საგნებსა და ხელოვნების ნიმუშებში.

აქტივობა II (4 წთ)
ვიდეოს ჩვენება

    პროექტორის საშულებით ვაჩვენებ ზღაპარს „გეომეტრიული ფიგურები“ და მოვახდენთ მის ანალიზს.დავსვამ კითხვებს:
რით განსხვავდება წრე სხვა გეომეტიული ფიგურებისგან?
რატომ დარჩა ნაწყენი წრე?
დაასახელეთ ისეთი საგნები, რომელსაც აქვს წრის ფორმა?

B  ფაზა-ცოდნის კონსტრუირება 
აქტივობა III (6 წთ)
სახელმძღვანელოზე მუშაობა
სავარჯიშო 1.ახსენი თითოეული ფიგურისგან როგორ მიიღებ ორ ფიგურას ისე,რომ ერთი მათგანი იყოს სამკუთხედი,მეორე ოთხკუთხედი.მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ სამუშაოს.მასწავლებელებელი  დაურიგებს ქსეროასლის ფურცლებს მოსწავლეებს და  სთხოვს მათ,შეასრულონ პირველი სავარჯიშო.მოსწავლეები სამუშაოს დასრულებისას ასწევენ მწვანე შუქნიშანს,დახმარების შემთხვევაში წითელ შუქნიშანს.
სავარჯიშო 3.შეავსე გეომეტრიული კროსვორდი.  
მოსწავლეები კროსვორდს ავსებენ წყვილებში.
ცარიელ უჯრებში მოსწავლეები ჩაწერენ შემდეგ სიტყვებს:
1.კვადრატი    2.მონაკვეთი    3.სამკუთხედი     4.ფიგურები
5.წერტილები     6.წრეები
გამოყოფილ უჯრებში ჩაიწერება საყვარელი ზღაპრის გმირის სახელი-კომბლე.

აქტივობა IV (4 წთ)
დიდაქტიკური თამაში

    მასწავლებელს შემოაქვს ყუთი, სადაც დევს იმდენი გეომეტრიული ფიგურა, რამდენი ბავშვიც ესწრება მეცადინეობას, თან ყუთში უნდა იყოს ორ-ორი ერთნაირი (მაგრამ სხვადასხვა ფერის) ფიგურა. თუ ბავშვების რაოდენობა კენტია, მაშინ ერთ-ერთ ფიგურა იქნება წყვილის გარეშე. მასწავლებელი სთავაზობს ბავშვებს აიღონ ყუთიდან თითო ფიგურა (ნებისმიერი, რომელსაც აირჩევენ). ამის შემდეგ ისევ ირთვება მუსიკა, და ყველა ბავშვმა უნდა მონახოს თავისი წყვილი - ის ბავშვი, რომელსაც აქვს ასეთივე ფიგურა. როცა ყველა მონახავს წყვილს, მუსიკა შეჩერდება, წყვილები რიგ-რიგობით ასწევენ ზევით თავიანთ ფიგურებს და წარადგენენ ფორმისა და ფერის მიხედვით.

აქტივობა V(5  წთ)
პრაქტიკული სამუშაო 

   პატარებს  გავახსენებ,,წითელქუდას’’ ზღაპარს და ვეტყვი,რომ წითელქუდას ჩვენთვის საინტერესო გეომეტრიული სამუშაო მოჰქონდა,რომელიც ტყის ბინადრებმა სპეციალურად ჩვენთვის შეადგინეს. მაგრამ, ტყეში მსუნაგი მგელი გადაეყარა,მასალა წაართვა და ხუთკლიტულში გამოკეტა.თან დააბარა იმისათვის,რომ ბავშვებმა გეომეტრიული მასალა დაიხსნან,საჭიროა შევამოწმოთ როგორ იციან არითმეტიკაო.პატარები ხალისით დამთანხმდებიან გამოამჟღავნონთავიანთი ცოდნა და შეასრულებენ შემდეგ დავალებას,
რომელიც დაფაზე გეომეტრიული ფიგურების ქვეშ იქნება დამალული.
გამოსაძახებელი ჩხირებით დავაკომპლექტებ გუნდებს.

გუნდები შეასრულებენ გეომეტრიული ფიგურების ქვეშ დამალულ სავარჯიშოებს.
  I გუნდი                                              II გუნდი                        
     11-1=                                             12-2=                            
    10+5=                                              6+4=
    18-4=                                                9+6=
    17+3                                                17-7=
    8+7=                                                 12+5=
   11   10                                          16   12
   2    8                                                 9   11
   6    6                                                  8   8
                                                                               
    დავალებების ამოხსნის შემდეგ გავხნით კონვერტს და წავიკითხავთ წითელქუდას გამოგზავნილ დავალებას.

C  ფაზა- რეფლექსია
აქტივობა VI(6 წთ).
ააწყვე ილუსტრაცია ფიგურებით 
ჯგუფური მუშაობა

 
მზაობის მიხედვით გადანაწილებულ ჯგუფებს მასწავლებელი აძლევს დავალებებს:

I ჯგუფს (საშუალო მზაობის) გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურებისგან ააგონ სახლი ნიმუშის მიხედვით.

II ჯგუფს (მაღალი მზაობის) ეძლევა ცხრილი, რომლის პირველ სვეტში ჩაწერილია გეომეტრიული ფიგურების სახელწოდებები, მოცემულია აგრეთვე ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები და სურათები საგანთა გამოსახულებით. მოსწავლეებმა ფიგურები უნდა ჩააწებონ შესაბამისი სახელის უჯრაში და ამ ფიგურების გასწვრივ, მეორე სვეტში უნდა ჩააწებონ მსგავსი საგანი.
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში აძლევს მითითებებს.
მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევრებს და მასწავლებელი აფასებს ჯგუფების ნამუშევრებს.

მოგზაურობა გალერეაში 1წთ
მოსწავლეები გამოდიან დაფასთან და ათვალიერებენ ნამუშევრებს.          

 აქტივობა VII (3წთ)
კომპიუტერში  ელექტრონული სავარჯიშოს შესრულება
მოსწავლეები დავალებაზე მუშაობენ ინდივიდუალურად.აჯგუფებენ ფიგურებს ზომის,ფორმის და ფერის მიხედვით.მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მოსწავლეთა მუშაობას ფასილიტატორის პოზიციიდან და საჭიროების შემთხვევაში იძლევა განმავითარებელ უკუკავშირს.

აქტივობა VII( 3წთ)
გაკვეთილის შეჯამება,შეფასება .საშინაო დავალება.
მოსწავლეები შეფასდებიან  წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკების საშუალებით განმავითარებელი კომენტარებით.
      .
მოსწავლეთა ჩართულობით შეჯამდება გაკვეთილზე ჩატარებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.
მოსწავლეები შეაფასებენ აქტივობებსა და საკუთარ ჩართულობას: რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად? რატომ? რა გაუიოლდათ, რა გაუძნელდათ?  რა, ან ვინ დაეხმარათ სიძნელის გადალახვაში?
მასწავლებელი ზოგადად შეაფასებს კლასს და მოსწავლეებს უსურვებს წარმატებებს.

                      საშინაო დავალების ჩანიშვნა;
გაკვეთილის დასასრულს, მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს საშინაო დავალებას, რომელიც გამოჩნდება მონიტორზეც პროექტორის საშუალებით(დანართი 6)
რომელი  გეომეტრიული ფიგურები გამოიყენა მხატვარმა?
შეეცადე თავად შექმნა მსგავსი ნახატი.








სასწავლო რესურსები
.

ინფორმაციის წყარო:
-Ιკლასის მათემატიკის სახელმძღვანელო(ავტორი ი.რუხაძე)
-ნოუთბუქი
-მაგნიტური დაფა, მარკერი,ცარცი.ფლიფჩარტის ფურცლები,ფერადი ფურცლები,სურათები
-კომპიუტერი, პროექტორი.
Power point-ში გაკეთებული პრეზენტაციები,,მათემატიკა ჩვენ გარშემო“,,ზღაპარი გეომეტრიულ ფიგურებზე“


ვებ -გვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები
1.      https://www.youtube.com/watch?v=hCoRnPnLE_c




















დანართი 1                                                 შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დამაკმაყოფილებელი

კარგი



ძალიან კარგი

      
ფიგურების აღწერა
ხარვეზებით აღწერს გეომეტრიულ ფიგურებს და ასახელებს მათ წვეროებისა და გვერდების რაოდენობას

აღწერს ზოგიერთ გეომეტრიულ ფიგურას. ასახელებს ზოგიერთი ფიგურის წვეროების და გვერდების რაოდენობას

აღწერს
ყველა გეომეტრიულ ფიგურას. ასახელებს ყველა ფიგურის წვეროებისა და გვერდების რაოდენობას
ფიგურების ამოცნობა
ხარვეზებით ამოიცნობს ფიგურების მოდელს შერეული გროვიდან და ყოფითი დანიშნულების საგნებში ხარვეზებით უთითებს ყველა ფიგურას

ამოიცნობს ზოგიერთი ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან, ყოფითი დანიშნულების საგნებში უთითებს ზოგიერთ დასახელებულ ფიგურას.

ამოიცნობს
ყველა ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან ილუსტრაციებში და ყოფითი დანიშნულების საგნებში უთითებს ყველა დასახელებულ ფიგურას
ჯგუფურ
მუშაობაში
ჩართულობა
სრულყოფილად აყალიბებს ჯგუფში მოსაზრებებს
ნაწილობრივ აყალიბებს მოსაზრებებს
ვერ აყალიბებს მოსაზრებებს
ორგანიზება
ზუსტად იცავს დროის ლიმიტს.
მეტ-ნაკლებად იცავს დროის ლიმიტს.
არ იცავს დროის ლიმიტს.
ბუკის გამოყენება
არ შეუძლია დამოუკიდებლად ბუკის გამოყენება
შეუძლია ბუკზე მუშაობა,მაგრამ ხშირად საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
დამოუკიდებლად შეუძლია ბუკის გამოყენება






























































Комментариев нет:

Отправить комментарий